რუსთაველის გამზირზე გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ დაიძრნენ.
მათი თქმით, პროტესტის ხმა ყველა სახელმწიფო უწყებასთან უნდა ისმოდეს.
თბილისში, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები იმართება.