უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ნატოს საბჭოზე ისაუბრა და მოუწოდა პარტნიორებს, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ უკრაინას საჭირო იარაღი.
„ჩვენ ამას პირდაპირ ვამბობთ: თავდაცვისთვის გვჭირდება კიდევ შვიდი Patriot-ის სისტემა ან მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემა და ეს არის მინიმალური რაოდენობა. მათ შეუძლიათ მრავალი ადამიანის გადარჩენა და რეალურად ვითარების შეცვლა. თქვენ გაქვთ ასეთი სისტემები. მეორეც, ჩვენ დიდი ხანია ვსაუბარობთ მილიონ საარტილერიო ჭურვზე, ისინი ბოლოსდაბოლოს უნდა მივიდეს ფრონტის ხაზამდე, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე დაჟინებით მოითხოვა, რომ უკრაინას გადაეცეს შორი მოქმედების იარაღი და ავიაცია. ზელენსკიმ შეხვედრების მონაწილეებს ასევე აცნობა 19 აპრილს უკრაინაზე მტრის დარტყმის შედეგების შესახებ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ ელოდება მხარდაჭერის ახალ პაკეტებს შეერთებული შტატებისგან. ამასთან, მან შეახსენა, რომ ისრაელი მარტო არ დარჩენილა ირანის თავდასხმის დროს.
„ისრაელი მარტო არ დარჩენილა და მასზე დარტყმების თითქმის ასი პროცენტი განეიტრალდა. ეს არის ნატო-ს საჰაერო ფარის, თქვენი საჰაერო თავდაცვის დამაჯერებელი ეფექტურობა, თქვენი საბრძოლო ავიაციის - ყველფრის, რაც ჩართული იყო ახლო აღმოსავლეთის ცაზე და გაანადგურა არა მხოლოდ ირანული დრონები და რაკეტები, არამედ რამდენიმე საშიში მითიც.
განსაკუთრებით მითი იმის შესახებ, რომ ნატო-ს წევრების ქმედებები დრონებისა და რაკეტებისგან მესამე ქვეყნის დასაცავად იწვევს ნატო-ს ომში ჩათრევას და რომ შაჰედების ან რაკეტების ჩამოგდება შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ დაპირისპირებად იმ ძალებთან, რომლებმაც ეს იარაღი გამოიყენა. არ არსებობდა საჭიროება ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეთა ქმედებები მე-5 მუხლის გასააქტიურებლად და მოკავშირეები ერთად მოქმედებდნენ არამოკავშირე სახელმწიფოს დასაცავად.
პუტინი ციდან დედამიწაზე უნდა ჩამოვიყვანოთ და ჩვენი ცა კვლავ უსაფრთხო უნდა იყოს და ეს რეალურია. და ეს მთლიანად თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. არჩევანია, არის თუ არა სიცოცხლე მართლაც ერთნაირად ღირებული ყველგან. არჩევანია, თანაბრად ეპყრობი თუ არა ყველა პარტნიორს. არჩევანია ვართ თუ არა ჩვენ ნამდვილად მოკავშირეები,” - განაცხადა ზელენსკიმ.