ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა-ნატოს საბჭო 19 აპრილს შეთანხმდა კიევში საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გაგზავნის შესახებ.
სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრის მონაწილე ნატო-ს თავდაცვის მინისტრები „შეთანხმდნენ, გააძლიერონ და უზრუნველყონ დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვა“.
„ნატო-მ გამოავლინა არსებული რესურსები მთელს ალიანსში, არსებობს სისტემები, რომლებიც ხელმისაწვდომია უკრაინისთვის, ამიტომ ველოდები ახალ განცხადებებს საჰაერო თავდაცვის სფეროში უკრაინის დახმარების შესახებ“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, მოკავშირეებს შეუძლიათ კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემები გარდა Patriot-ის, მაგალითად, SAMP/T-ის ტიპის სიტემებო ამ ფინანსური შენატანებით, თუ მათ არ აქვთ საჰაერო ტავდაცვის სისტემები.
„ჩვენ ასევე ვმუშაობთ ინდუსტრიასთან, წარმოების გასაძლიერებლად, რათა მოდერნიზდეს {საჰაერო თავდაცვის} სისტემები და გავხადოთ ისინი გამოსაყენებლად ვარგისი“, - დასძინა სტოლტენბერგმა.