ერთადერთი, რომელიც ამ კანონს დადებითად აფასებს და საქართველოს ხელისუფლებას კომპლიმენტს ეუბნება რუსეთის წარმომადგენლები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ მას ვეტოს დაადებს.
მე მას {კანონპროეტქს} ვეტოს დავადებ, როგორც კი კანონპროექტის მესამე მოსმენა დასრულდება. სავარაუდოდ, ვეტოს დაძლევენ. მაგრამ, ეს [ვეტო] ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე ვარ იმ ხალხის ხმა, რომელიც ამ [კანონპროექტს] აპროტესტებს. ვეტო ძალიან სიმბოლურია და აჩვენებს რა არ შეიძლება გახდეს საქართველოს დანიშნულების პუნქტი, იმ კანონების კოპირებით, რასაც პუტინი და რუსეთი იღებს.
ყველა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ამბობს - „არ მიიღოთ ეს კანონი“. ერთადერთი, რომელიც ამ კანონს დადებითად აფასებს და საქართველოს ხელისუფლებას კომპლიმენტს ეუბნება რუსეთის წარმომადგენლები არიან (დუმა, დიმიტრი პესკოვი - სპიკერი). ამიტომ ძალიან ნათელია რა არის ეს [კანონი], საიდან მოდის და რა არის ის, რაც ქართველ ხალხს არ სურს.
ჩვენი ვუახლოვდებით არჩევნებს და ამ პერიოდში აქციებიც იქნება. ვიცით, რომ ამჟამად (ანუ ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში, სანამ არჩევნები არ იქნება) ვერ შევცვლით იმ უმრავლესობას, რომელიც დღეს პარლამენტშია, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ არ შეიძლება ხალხმა ნება გამოხატოს, რაც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია.
დღეს ნათელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა, თუ ისინი რუსეთისკენ მიემართებიან. მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ - ევროპა თუ რუსეთი? დარწმუნებული ვარ რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.