ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გრეტა წიწავამ განაცხადა.
დეპუტატი ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას და ერთობლივ პრესკონფერენციას ეხმიანება: "ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი თარგმნიდა, რომელმაც თარგმანიც კი გააყალბა, რადგან გერმანიის კანცლერს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა " აგენტი".
„საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაფიო, არგუმენტირებული და ღირსეული პასუხები.
ბატონი შოლცისგან გავიგეთ, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტი არანაირი „ე.წ რუსული" არაა და ისიც კარგად გავიგეთ, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირშიც მუშაობენ.
ისე ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი", მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა“, - წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.