საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება, ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტiის მიღებას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაასანქცირა.
როგორც ზურაბიშვილი წერს, “ეროვნული სირცხვილია, როცა საქართველოს აქტივები რუსეთის საომარი მანქანის გასაძლიერებლად გამოიყენება.“
კრემლის თავის არიდების შესაძლებლობის მიცემით, ხელისუფლებაში მყოფი პირები ჩვენს სუვერენიტეტს ღალატობენ, - წერს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი.
"ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ააშკარავებს: საქართველოს აქტივები რუსეთის საომარი მანქანის გასაძლიერებლად გამოიყენება. კრემლის თავის არიდების შესაძლებლობის მიცემით, ხელისუფლებაში მყოფი პირები ჩვენს სუვერენიტეტს ღალატობენ. საქართველო ევროპაშია, ჩვენ არასდროს ვიქნებით რუსული აგრესიის უკანა კარი!, "- აცხადებს ზურაბიშვილი.
დღეს ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაასანქცირა. სანქციები 6 თვეში შევა ძალაში. ამავე სასანქციო პაკეტში მოხდა საქართველოში მოქმედი კრიპტოპლატფორმები