სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ფოთში, რესტორანი "თევზის სახლი" (მისამართი: ქ. ფოთი გურიის ქ. N11) არაგეგმურად შეამოწმეს, რა დროსაც, მათი ცნობით, ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა.
განცხადების თანახმად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
"ასევე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის ზღვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, მიკვლევადობის მოთხოვნები და ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევბის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა,. - ნათქვამია განცხადებაში.