აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში უარყოფენ გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციას, რომ თითქოს ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხევაში ომის დასასრულებლად გეგმავს აიძულოს უკრაინა რუსეთს დაუთმოს ყირიმი და დონბასი.
ტრამპის საარჩევნო შტაბის კამპანიის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა ამ ინფორმაციას უწოდა „The Washington Post -ის ყალბი ამბები“. "მათ ეს უბრალოდ მოიგონეს", - განაცხადა მან გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში.
გარდა ამისა, მილერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის პოსტზე შესაძლო დაბრუნებამდე, ტრამპი არ იმუშავებს „სამშვიდობო გეგმაზე“ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
გამოცემა The Washington Post წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის ყოფილო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირად საუბრებში აცახდებს, რომ მას შეუძლია დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინაში, იმით, რომ აიძულოს უკრაინა დათმოს ოკუპირებული ყირიმი და დონბასი.