უმრავლესობის და უმცირესობის აპარატების თანამშრომელთა სახელფასო ფონდს პარლამენტის თავმჯდომარე დაამტკიცებს. ამ ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ლევან ვეფხვაძის საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს.
დღეს პარლამენტში ინიცირებულ იქნა ვეფხვაძის საკანონმდებლო ინიციატივა "საქართველოს პარლამენტის რეგლამებტში" ცვლილებების შეტანის თაობაზე".
პროექტის თანახმად, უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატების თანამშრომელთა სახელფასო ფონდს უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან შეთანხმების შემდეგ პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით დაამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. დღეს ამ საკითხს თავად უმრავლესობის და უმცირესპობის აპარატი არეგულირებს.