მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ოდესაზე რუსეთის სარაეტო დარტყმას გამოეხმაურა.
როგორც მაია სანდუ აღნიშნავს, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში საზღვარი არ აქვს.
"უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება თავდაცვისა და ევროპაში მშვიდობის დასაცავად. ჩემი გული ოდესასთანაა", - წერს მოლდოვის პრეზიდენტი.
ოდესაზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 73-ს აღწევს.