ოდესაზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 73-ს აღწევს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებულთა შორის 8 უწყების თანამშრომელია.
ამასთან, ოდესის საკრებულოს თავმჯდომარის ანდრიი ვაგაპოვის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ოდესის მერის მოადგილე სერჰი ტეტიუხინი და ბატალიონ „ცუნამის“ მეთაური ოლექსანდრ გოსტიშევია.
15 მარტს შუადღისით, ოდესა რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოექცა.
დაღუპულებს შორის არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი.
მოგვიანებით თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესას „ისკანედრის“ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემით დაარტყეს.