ბელარუსის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა კმაყოფილია საქართველოს "ნორმალური ურთიერთობებით" რუსეთთან და ბელარუსთან. ამის შესახებ მან სომხური მხარის მიერ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ წევრობასთან დაკავშირებით გაკეთებულიგანცხადებების კომენტირებისას თქვა.
„მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში, რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება. ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს მოძრაობა იმ გაგებით, რომ ეს იყო მათი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული, დასავლეთმა მათზე ზეწოლა დაიწყო. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, აშშ-მა. კარგი, ჩვენ უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნა. დასავლეთში ისინი არავის სჭირდება. ათასობით პრობლემაა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, დღეს, მაგალითად, „აშშ-ში ბაიდენი მხარს დაუჭერს უკრაინას, სომხეთს და ა.შ.
„ხვალ მთავრობა შეიცვლება და ტრამპი იტყვის: „მისმინე, მე არ გიცნობთ, მეგობრებო, პირველად გხედავთ!“ - თქვა მან.
შემდეგ მან კვლავ ისაუბრა რმელმაც დსთ დიდი ხნის წინ დატოვა: „გამოსვლა ადვილია, მაგრამ შესვლა რთული იქნება. მაგალითი ისევ საქართველოა. ისე, მან დატოვა დსთ და ყველა სტრუქტურა. ეს რა არის, მისთვის ეს საუკეთესო? არა, სასურველია დაბრუნდნენ. და დაბრუნება ყოველთვის უფრო რთულია,” - განაცხადა ლუკაშენკამ.