სოფელ ზემო ნიქოზთან დაკავებული რუსეთის მოქალაქეები მოსკოვს უკვე გადაეცა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოტა უტიაშვილმა განუცხადა, დაკავებულების გადაცემა სოფელ ერგნეთთან მოხდა.
რუსულ მხარეს ალექსანდრე ვიქტორის ძე პოპოვი, მაქსიმ ვალერის ძე ბერეზოვი და ალექსანდრე იურის ძე ბორკოვი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით გადაეცა.
შსს-ის ცნობით, აღნიშნული პირების დაკავება გუშინ, დაახლოებით 16:30 საათზე გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზში, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და სავიზო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე მოხდა.