უკრაინის ხელისუფლება არასდროს დათნხმდება ომის გაყინვას და გააგრძელებს კურსს უკრაინის ოკუპირებული ტრიტორიების გათავისუფლებისკენ.
ამის შესახებ დავოსში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა უკრაინის “სამშვიდობო ფორმულის” შესახებ საუბრისას განაცხადა.
"პრეზიდენტი და მისი გუნდი არასოდეს დათანხმდება და არ მიიღებს კონფლიქტის გაყინვას. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის... უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები. უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა. და უკრაინას სურს აღკვეთოს ნებისმიერი პოტენციური აგრესია მომავალშიდა იყენებს ამ შესაძლებლობას“, - განაცხადა ერმაკმა.
ომის დასრულების შესახებ უკრაინის გეგმაზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შედეგების შეჯამებისას, რომელშიც გაერთიანდა 80-ზე მეტი ქვეყანა და ორგანიზაცია ევროპიდან, აზიიდან და გლობალური სამხრეთიდან, პრეზიდენტის ადმიისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველა მონაწილეს აქვს უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მშვიდობის ფორმულის ზოგადი პრინციპების საერთო ხედვა და გაერო-ს წესდება.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც უერთდება {დისკუსიებს} ნამდვილად და ღიად სურს მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს ამ ომის დასრულებას და მშვიდობის დამყარებას. მაგრამ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ განსხვავებული გამოცდილება... და ეს კარგია, რადგან უნივერსალური ფორმულა და გეგმა არის სხვადასხვა პოზიციებისა და ძალისხმევის ერთობლიობა, მაგრამ, ისევ და ისევ, ეფუძნება ძირითად პრინციპებს, რომლებზეც დამყარებულია საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს წესდება“, - აღნიშნა ერმაკმა.
ერმაკმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორები არ უბიძგებენ მათ ტერიტორიების დათმობებისკენ.
„პარტნიორებმა უკვე იციან ჩვენი პოზიცია და პატივს სცემენ მას... მე ვმონაწილეობდი თითქმის ყველა მაღალი დონის შეხვედრაში, ლიდერების ჩათვლით, და არასოდეს მომისმენია რომელიმე პარტნიორის მხრიდან რაიმე კომპრომისზე საუბარი, რაც ჩვენთვის მიუღებელია, მათ შორის ყირიმის საკითხი“, - აღნიშნა ერმაკმა.