"დიდი შვიდეულის" თავმჯდომარეობა იტალიამ იაპონიისგან გადაიბარა.
იტალიის თავმჯდომარეობა 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2024 წელს "დიდი შვიდეულის" მთავარ იტალია გერმანია უმასპინძლებს.
2024 წელს ლიდერთა შეხვედრა 13-15 ივნისს გაიმართება პულიის რეგიონში, ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე მდიდრულ სასტუმრო Borgo Enazia-ში.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ იტალია თავმჯდომარეობის განმავლობაში ფოკუსირებული იქნება გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ომი ახლო აღმოსავლეთში, ასევე გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან.
„ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება უკრაინის დახმარება მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში... ჩვენ უნდა მივაღწიოთ მდგომარეობას, როდესაც რუსეთის არმია დატოვებს უკრაინის ტერიტორიას და მივუსხდებით მოლაპარაკებების მაგიდას", - ციტირებს მედია ტაიანის სიტყვებს.
დიდი შვიდეულის ჯგუფი შვიდ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებს აერთიანებს - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.
ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა 6 სახელმწიფოსგან, რომელსაც ერთი წლის შემდეგ კანადაც შეუერთდა, იმ მიზნით, რომ მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებს შესძლებოდათ ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.
დიდი შვიდეულის მუშაობაში 1977 წლიდან ევროკავშირიც მონაწილეობს.
დიდი შვიდეული 1998-2014 წლებში იწოდებოდა, როგორც დიდი რვიანი (G8), რადგან მისი წევრი რუსეთიც იყო. 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს დაატოვებინეს ჯგუფის შემადგენლობა.
დიდი შვიდეულის სამიტს არ ჰყავს მუდმივმოქმედი აპარატი ან სამდივნო. სამიტის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას თავმჯდომარე ქვეყანა ახორციელებს, რომელიც ყოველწლიურად იცვლება.
თავმჯდომარე ქვეყანა უზრუნველყოფს ჯგუფის მუშაობისთვის საჭირო რესურსების შექმნას და ასახავს მის პრიორიტეტებს.
დიდი შვიდეულის თვითმყოფადობას საფუძვლად მისი საერთო ღირებულებები უდევს - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, თავისუფალი ბაზრის პრინციპები და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ განიხილონ ყველა საკითხი, მაშინაც კი, როდესაც მათ მკევთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ.