საქართველოში თუ კაცების გათხოვება დააკანონეს და თუ მეორე ფრონტი გაიხსნა, გათხოვილი კაცი ვიზით წავა საზღვარგარეთ თუ ვიზის გარეშე, დიდი მნიშვნელობა არ ექნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„რა თქმა უნდა, არ მოგვაწყენენ ისინი ასეთი ტიპის რეზოლუციებით, მაგრამ ამ ყველაფერმა ფასი დაკარგა იმის შემდეგ, რაც ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ უსამართლოა ბრძოლა ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა მან.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაჭარაშვილმა განაცხადა:
„დარწმუნებული ვარ იქაც იციან, რომ ასეთი ტიპის ვაჭრობებით ვერ შეგვაშინებენ და ვერაფერს გახდებიან. ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია რევოლუციური სცენარების, დამხობის და ა.შ. ვიზალიბერალიზაცია ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს მონაპოვარია, მაგრამ თუ საქართველოში კაცების გათხოვება დააკანონეს და თუ მეორე ფრონტი გაიხსნა და სახელმწიფოებრიობა აღარ იყო, ამ შემთხვევაში გათხოვილი კაცი ვიზით წავა საზღვარგარეთ თუ ვიზის გარეშე, დიდი მნიშვნელობა ამას არ ექნება. ამას ქართული საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ დათმობს“, - განაცხადა.