უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის პოზიციებზე გადავიდა. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის წევრმა, ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. იუწყება TVN24.
„მოდით გულწრფელად ვთქვათ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ მმართველობასთან, რომელიც ღიად გადავიდა რუსეთის პოზიციებზე. მისი ურთიერთობები მოსკოვთან და პუტინთან ორგანულია. მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი შეხედულება მნიშვნელოვნად შეცვლის მის დამოკიდებულებას“, – განაცხადა ტუსკმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.
როგორც მან აღნიშნა, მკაცრი იქნება ევროსაბჭოში, უკრაინასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას და გამოიყენებს სხვადასხვა არგუმენტებს, თავიდან აიცილონ ორბანის პოზიციის უარყოფითი შედეგები.
ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. მან Le Point თან ინტერვიუში განაცხადა: "უკრაინა, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში. რა ხუმრობაა! ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“. მანამდე კი უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა ესპანელ კოლეგასთან პედრო სანჩესთან და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა თავი უნდა შეიკავონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვისაგან ევროსაბჭოს დეკემბრის სამიტზე.