უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Le Point თან ინტერვიუში განაცხადა.
უნგრეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინელები მზად არ იქნებიან მოლაპარაკებისთვის და ევროპელები - მათი სრულუფლებიანი წევრობისთვის.
„უკრაინა, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში. რა ხუმრობაა! ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, არსებობს ეკონომიკური მიზეზიც – მაგალითისთვის საფრანგეთს დამატებით 3.5 მილიარდ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში, თუ ევროგაერთიანებას შეუერთდება.
ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის გაწევრიანებას გამანადგურებელი შედეგები მოყვება.
„უკრაინა დიდი ქვეყანაა, მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობით. თუკი თქვენ საშუალებას მისცემთ ამ სოფლის მეურნეობას ევროპული სოფლის მეურნეობის სისტემაში შევიდეს, ის მეორე დღესვე გაანადგურებს მას“.