საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯარო ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას რუსულ ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება.
სააკაშვილის თქმით, ყოველგვარ საზღვრებს სცდება სეპარატისტების ქმედებები, როდესაც ისინი 13 წლის ბავშვებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ.
"დამპყრობლის ტანკები დგას ამ დარბაზიდან 40 კმ-ში და ახალი ტექნოლოგიებით აშენებული ავტობანიდან 12 კმ-ში. როდესაც 13 წლის ბავშვს იჭერენ იმისათვის, რომ ავადმყოფი მამის სანახავად მივიდა და მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აპატიმრებენ, თან ამას ოფიციალურად აკეთებენ, მე ამ ადამიანებთან საქმის დაჭერა გამიჭირდება", _ განაცხადა სააკაშვილმა.