თურქული სატვირთო გემი, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, 19 ნოემბერს, შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან შტორმის დროს გაუჩინარდა. ამის შესახებ Reuters ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ეკიპაჟთან დაკავშირებას ამ დრომდე ევერ ახერხებს.
თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის, Kafkametler-ის კაპიტანმა მანამდე სანაპირო დაცვას აცნობა, რომ გემი ერეგლიში, თურქეთის პროვინციის ზონგულდაკის ჩრდილო-დასავლეთით იმყოფებოდა.
19 ნოემბერს, რეგიონი ძლიერმა შტორმმა დააზარალა, უამინდობამ კი ხელი შეუშალა სამძებრო სამუშაოების ჩატარებას.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მზად არიან, დაიწყონ სამაშველო ოპერაცია, როგორც კი ამინდი ამის საშუალებას მისცემს.