მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად თამაზ გინტურის სახლიდან სიმბოლურად ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინა.
„დღეს, ოკუპანტი რუსეთი ებრძვის ხუთჯვრიან დროშას, ისინი ებრძვიან თავისუფალი და ძლიერი საქართველოს იდეას და სწორედ ძლიერი და თავისუფალი საქართველოს იდეას შეეწირა თამაზ გინტური და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სულ გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ სწორედ ამ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა. თამაზ გინტურმა არა მხოლოდ ლომისის კარი გააღო, მან გააღო ევროკავშირის კარი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოს კარი,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.