საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით, საფრანგეთში გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
მათივე ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.