ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, -ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.
“ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებას საქართველოში, კირბალთან ახლოს და მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან“, – წერს ხავიერ კოლომინა.