საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმიანება.
პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად, საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს საერთაშორისო პარტნიორებს.
"გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რუსეთის ძალების მიერ, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას. საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს მის საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად".- ამბობს ფიშერი.