აშშ-მა უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოყო.
პაკეტი მოიცავს უშუალოდ თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან $125 მილიონის ღირებულების დახმარებასა და კიევის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფონდიდან გამოყოფილ $300 მილიონს.
დახმარების პაკეტში შედის NASAMS-ისა და HIMARS-ის ჭურვები, 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, 3 მილიონზე მეტი ტყვიასდა ყუმბარა, 12 სატვირთო მანქანა მძიმე ტექნიკის გადასატანად, დრონების საწინააღმდეგო ლაზერით მართვადი აღჭურვილობა, მათ შორის, L3Harris Technologies-ის მიერ წარმოებული VAMPIRE-ებისთვის და სხვა.
„დღევანდელი განცხადებით ჩვენ ამოვწურეთ USAI-ის დარჩენილი თანხები, რომლებიც ამჟამად ხელმისაწვდომია უკრაინის მხარდასაჭერად.
„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გვაქვს PDA პროგრამის ნაშთები, რათა გავაგრძელოთ უკრაინის ბრძოლის ველზე საჭიროებების დაკმაყოფილება, ვიწყებთ უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას მცირე პაკეტებით, რათა გავაფართოვოთ ჩვენი შესაძლებლობები უკრაინის მხარდასაჭერად რაც შეიძლება დიდხანს“,- ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან პიერმა განაცხადა.
ამასთან, ჟან-პიერმა მოუწოდა კონგრესს, სწრაფად დაამტკიცოს თეთრი სახლის მიერ წარდგენილი დამატებითი დაფინანსების პაკეტი.