ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ უკრაინა „ისევ ჩვენი იქნება“, მისი თქმით, შეერთებული შტატებისთვის უკრაინა უკვე უკანა პლანზე გადადის და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გასასვლელად ემზადება.
„უკრაინა მაინც ჩვენი იქნება, ეს უკრაინა არავის სჭირდება. არეულობა ახლო აღმოსავლეთში... ომის დაწყებისას გავაფრთხილე, ზელენსკის დავურეკე: „ვოლოდია, მომისმინე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია ვმუშაობ, როგორც კი სხვაგან რაღაც არეულობა დაიწყება, შენ დაგივიწყებენ." და რა ხდება? უკრაინა უკანა პლანზე გადადის. თავით უნდა იფიქროთ, ვიდრე ქვეყანას ამა თუ იმ ავანტურაში ჩაითრევთ“, - თქვა ლუკაშენკამ.
ლუკაშენკამ მაგალითად ავღანეთი მოიყვანა, როცა იქიდან ამერიკელები წავიდნენ: „მიატოვეს და წავიდნენ, აქაც ზუსტად იგივე იქნება“, - აღნიშნა ლუკაშენკამ.
მისი თქმით, აშშ "შორს არის, ის დიდია, მას ეს ასი წელი არ სჭირდება", - თქვა ლუკაშენკამ.
ლუკაშენკას თქმით, დასავლეთის პოლიტიკაა წლის ამღვრევა „იცით, რომ იქ თევზის დაჭერა უფრო ადვილია. ეს მათი პოლიტიკაა. ამიტომ ეს რეგიონი ჩვენი რეგიონია. იმ გაგებით, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით {უკრაინასთან}“, - თქვა ლუკაშენკამ.
ლუკაშენკას თქმით, ადრე თუ გვიან „ევროპა ჩვენსკენ, რუსეთში შემოიჭრება“, რადგან მისი თქმით, „დღეს ევროპას ამერიკელები ისე ანადგურებენ, როგორც მათ სურთ, მაგრამ მას წინააღმდეგობა არ შეუძლია, რადგან ყველაფერი მიბმულია ამერიკულ ბაზარზე: სესხები, ქონება და სხვა“.