მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს „პატარა კაცი“ გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ დეპუტატების მიმართ, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები "პატარა კაცები". მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს პატარა კაცი გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა, არც ერთხელ არ უწოდებია. უფრო მეტიც, ეს კაცი მერე შეიწყალა, ეს მართლა პატარა კაცი, ამ ქალბატონმა შეიწყალა. ის პატარა კაცი, რომელის თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს უწოდებდა რეზიდენტს და დანარჩენს აღარ გავიმეორებ ხომ?! აქ ხომ ჩანს რეალურად რაშიც არის საქმე, სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად", - განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა.
პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.