დღეს, 19 დეკემბერს, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში მორიგი ვიზიტის იწყებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობიდან აცნობეს, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი "დიდ სამამულო ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის" გახსნას დაესწრება, რომელიც 21 დეკემბერსაა დაგეგმილი.
წელს, ეს მოსოვში ნოღაიდელის რიგით მეათე ვიზიტი იქნება და ის რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს, მოსკოვში, "პოკლონნაია გორაზე", ერთი წლის წინ ქუთაისში დემონტირებული "დიდების მემორიალის" სანაცვლო მონუმენტი გაიხსნება.