ეს არის სამსახურებრივი გულგრილობა და ამაზე უნდა დადგეს კონკრეტული პირების ძალიან კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ „დღის ამბებში“ განაცხადა.
გეგელიას თქმით, შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
იკვეთება კოლექტიური „ბახილებიანი“ მენტალიტეტი - კრიზისის კომუნიკაცია არის ნულზე. მთელი სისტემა მორღვეულია - ინფორმაციულად მორღვეულია, კომუნიკაციის სტრატეგია მორღვეულია.
ჩვენ ვნახეთ უტიფრობა, ვნახეთ, პოლიციელი, რომელიც ხმის ტონის დაწევისკენ მოუწოდებდა ერთ-ერთი დაზარალებულის ძმას. ის, რომ მას ეს ეპატია, ეს არის ფუნდამენტრური ტრაგედია. მე, რომ ვყოფილიყავი მთავრობა, ეს კაცი დაისჯებოდა ასე საუბრისთვის, არ შეიძლება კრიზისის დროს მოქალაქეს საქმე ურჩიო," - ამბობს გეგელია.
გრიგოლ გეგელიას თქმით, მაშველების შრომას სახელმწიფო არ აფასებს და მათ მინიმალური ანაზღაურება აქვთ.
„მაშველს უწევს, რომ იმუშაოს 800 თუ 900 ლარად და კიდევ დაღლილი ამისგან, ნაცვლად იმისა, რომ ჯან-ღონეს იკრებდეს, ვარჯიშობდეს, უწევს, რომ ღამე მართოს ტაქსი, იმიტომ, რომ ეს გაბღენძილი სახელმწიფო ავტოპარკებს ყიდულობს თავისთვის, რომ ბოლო ჰამერებსა და ჯიპებში იხსდნენ, იმიტომ, რომ ბანკეტები არ მოიკლონ ვიღაცებმა, იმიტომ, რომ თეთრი ბოტასები ყველაზე ბოლო ჰქონდეს და თან ბახილებით, რომ ტალახი არ მოხვდეს, ამაში თუ ცხოვრება უნდა ვინმეს, იცის, რა უნდა შემოხაზონ, ვისაც არ გვინდა,მოდით, ვიბრძოლოთ, შევცვალოთ არა მხოლოდ მთავრობა, უნდა შევცვალოთ არის მართვის ლოგიკა. მართვის ლოგიკა არის სწორედ პრობლემა, მ,ართვის ლოგიკის პრობლემაა, რომ შეიძლება უტიფრად გელაპარაკებოდნენ.
ყველაზე მაგარი რაღაც, რაც ჰგონიათ, რომ გააკეთეს არის ის, რომ ეზიარნენ რაჭაში - ასე პოპულისტურად, მავნებლურად. თავის თავის გადარჩენაზე ზრუნავდნენ PR-ულად, როცა ბავშვები არიან ჩამარხული იქ,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.