რუსეთმა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების წინა პირობები გაიმეორა შეერთებულ შტატებში ცოტა ხნის წინ გაგზავნილ კერძო კომუნიკეში.
ამ კომუნიკეს შესახებ, რომელიც „არაოფიციალურ დოკუმენტად“ არის ცნობილი, Reuters-ს ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსნმა განუცხადა.
ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, დოკუმენტში რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მოთხოვნასმთელი დონბასი ს გადაცემის შესახებ.
„ეს პოზიცია ფაქტობრივად უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომ ფრონტის ხაზები ამჟამინდელ ხაზზე უნდა გაიყინოს“, - წერს გამოცემა.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთმა ასევე გაიმეორა თავისი წინა პოზიცია, რომ ნატო-ს ჯარები არ განთავსდეს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.
აღნიშნულია ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა Reuters,-ს განუცხადა, რომ ასეთი შეხვედრა „უახლოეს მომავალში“ არ იგეგმება.
კომუნიკეში ასევე ხაზგასმულია, თუ რამდენად იცავს რუსეთი უკრაინის მიმართ წაყენებულ მაქსიმალისტურ მოთხოვნებს.
არაოფიციალურ დოკუმენტზე კომენტარის გაკეთების თხოვნისას, თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადებაზე მიუთითა, რომელშიც მან თქვა, რომ სამიტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ არ სურს, რომ შეხვედრას „ფუჭად“ ჩაევლო. მან დასძინა, რომ მისი აზრით, ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირად შეხვედრაზე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მას კრემლის მიერ შეთავაზებული გეგმა წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობას დონბასი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცირე ნაწილების სანაცვლოდ უნდა გადაეცა.
ზელენსკიმ უარყო ეს გეგმა და ამის შემდეგ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ არსებული ფრონტის ხაზები უნდა გაიყინოს.