ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე 21-22 ოქტომბერს აშშ-ში ჩავა.
ალიანსში განაცხადეს, რომ რუტე ვაშინგტონს ეწვევა და დონალდ ტრამპს შეხვდება მისი შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს. გენერალური მდივანი მედიასთან არანაირ განცხადებას არ გააკეთებს.
ვიზიტის ზუსტი მიზანი ან შეხვედრაზე განსახილველი საკითხები კი არ დაუკონკრეტებიათ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბუდაპეშტში ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრისთვის მზადება ჩიხშია შესული.