თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობის სლოგანია: „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“.
დემონსტრანტები რამდენიმე ლოკაციიდან დაიძრნენ. აქციის მონაწილეები შეკრებილები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ავლაბრის მეტროსთან და ორბელიანის მოედანზე.
მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
დღევანდელი აქცია ეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პერმანენტული აქციების დაწყებიდან ორი წლისთავს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს.
ფოტო: ანზორ ამზოევი