დღევანდელი აქცია არის ამის დასტური, რომ ჩვენ ორი წლის მერე ვდგავართ, ვართ ერთად, ვართ ძალიან ბევრნი და ჩვენ არ დავთანხმდებით, არ დავნებდებით და ბოლომდე ვიქნებით, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო დავაბრუნოთ თავის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
"დღევანდელი აქცია არის ამის დასტური, რომ ჩვენ ორი წლის მერე ვდგავართ, ვართ ერთად, ვართ ძალიან ბევრნი და ჩვენ არ დავთანხმდებით, არ დავნებდებით და ბოლომდე ვიქნებით, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო დავაბრუნოთ თავის გზაზე. ამ ხალხს მოვაშოროთ და არ გვინდა ასეთი საქართველო, ჩვენ გვინდა მშვიდი, ცივილიზებული, თავის მეგობრებთან მყოფი საქართველო და არა მტრების წიხლის ქვეშ ამოდებული", - თქვა მან.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, აქციის მიმდინარეობისას მცირე პროვოკაციები და ინციდენტები იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება საზოგადოების ძალას გრძნობს, თუმცა თავად „დაშლილია, კორუფციაში ჩაფლული და იზოლაციაშია“.
"ძალიან კარგი ნიშანია, როცა პროვოკაციაა. ეს ნიშნავს, რომ გრძნობენ ძალას და რეალურად დღეს ნამდვილად იგრძნობოდა. ვნახეთ, რამდენი „შკოდა“ იყო მოყვანილი აქ. გრძნობენ საზოგადოების ძალას. როცა საზოგადოება დგას ერთად, ძალიან დიდი ძალაა და დღეს ძალა ჩვენს მხარესაა. დაშლილია რეჟიმი, კორუფციაში ჩაფლული და იზოლაციაშია და იზოლაციიდან ვერ გამოდიან. ვერანაირად ვერ მართავენ ვერც შიგნით ქვეყანას, ვერც გარეთ. ვხედავთ, რომ ეძებენ იქ-აქ სხვადასხვა პარტნიორს, მაგრამ ესეც არის გაუმართავი.
პატარა ინციდენტები იყო, პროვოკაციები იყო, ყოველთვის იქნება და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც ცდილობს ეს რეჟიმი, რომ კიდევ იარსებოს. ჩვენი ერთობა არის ძალა და ამ რეჟიმის ერთადერთი ბერკეტი არის, რომ სცადოს და დაშალოს ეს ერთობა. ავირჩიოთ ჩვენ ერთობა გვინდა თუ დაშლა.“- დასძინა მან. ["ტვ პირველი"]