უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ულფ კრისტერსონს შეხვდება ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი X-ზე წერს.
„მაქვს პატივი, პრეზიდენტ ზელენსკის შვედეთში ვუმასპინძლო. ძლიერი და ქმედითი უკრაინა შვედეთისთვის მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინამ შეძლოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების განხილვას - ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისგან სასწავლი“, - წერს ულფ კრისტერსონი.