პარიზის პროკურორის ლორა ბეკუას განცხადებით, ლუვრის მუზეუმიდან ძვირფასი ნივთების ქურდობით მიყენებული ეკონომიკური ზარალი 88 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
„ეს თანხა მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ეკონომიკური ზიანია და ის ვერ შეედრება ამ ქურდობით გამოწვეულ ისტორიულ ზარალს“, - დასძინა მან.
პროკურორმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავეები არ დაშლიან და არ გადაადნობენ სამკაულებს გასაყიდად.
შეგახსენებთ, რომ მუზეუმის ძარცვა 19 ოქტომბრის დილით მოხდა, რასაც 10 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა. მოიპარულია ნაპოლეონისა და იმპერატრიცა ევგენიას ცხრა ძვირფასი ნივთი.
ორი მათგანი უკვე ნაპოვნია: ევგენიას გვირგვინი, რომელიც სიჩქარეში მძარცველებს დაუვარდათ და დაზიანდა და კიდევ ერთი ნივთი.