რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მას პოლონეთში „ექსკურსიაზე“ წასვლას სთხოვენ.
„ვაგნერელებმა“ ჩვენ ძალინ დაგვძაბეს. ითხოვენ „,მოგვეცით უფლება“ წავიდეთ დასავლეთზე. მე ვეკითხები: „რატომ დასავლეთზე? .... {„ვაგნერელები“ მპასუხობენ} „ნუ, წავალთ ექსკურსიაზე ვარშავაში და ჟეშუვში“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
მისი თქმით, დაჯგუფება „ვაგნერმა“ პოლონეთს „კბილი დაადგა“, რადგან ის უკრაინას შეიარაღებაში ეხმარება... „ისინი ცუდ გუნებაზე არიან“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
როგორც ცნობილია, 23 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სანქტ-პეტერბურგში ხვდება.