გამარჯვების პლატფორმა შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ცხადია პრეზიდენტ სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად.
„თანამშრომლობა დაფუძნებულია თანასწორობაზე. მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე, ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ხალხი, ჩვენი ხალხის მსახურება და ამ ხალხის საქმის მოქმედებაში მოყვანა, რომ ამ ხალხის პრობლემები გადაიჭრას. დანარჩენი სისულელეები არავის აინტერესებს. ეს არის გამარჯვების პლატფორმა, ჩვენ აუცილებლად თითოეულ მოქალაქეს დავარწმუნებთ, რომ ძალა არის მის ხელში რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად. ის, რომ ამ ქვეყანაში უნდათ ევროპული მომავალი, ამაზე ყველა კვლევა საუბრობს, არცერთ კვლევაში 90 პროცენტზე ნაკლები არ არის. ეს პლატფორმა შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ცხადია პრეზიდენტ სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში და ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.