ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ში „სალერნიტანას“ დაუპირისპირდა, შეხვედრა 1:1 დაასრულა და „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობა ჯერ ოფიციალურად ვერ გაიფორმა.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. 62-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ მატიას ოლივერამ „სალერნიტანას“ გაუტანა და „ნაპოლი“ დააწინაურა.
64-ე წუთზე კი „სალერნიტანას“ სენეგალელმა თავდამსხმელმა ბულაიე დიამ ანგარიში გაათანაბრა.
32 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 79 ქულა დააგროვა.