ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ღონისძიებებზე დაიშვებიან. ისინი ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.
შეჯიბრებში გამოსვლამდე შემოწმდება ძიუდოისტების ისტორია და ინდივიდუალურად განიხილავენ, დაუშვან თუ არა სპორტსმენი ასპარეზობაზე.
ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დოჰაში 7-დან 14 მაისამდე ჩატარდება, რუს და ბელარუს ძიუდოისტებს ამ ტურნირზე ასპარეზობის უფლება ექნებათ.