ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართა მსოფლიოს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეების ვინაობა გაირკვა.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, მისი მეტოქეები იქნებიან სლოვენია, ვენესუელა და კაბო ვერდე.
საქართველოს ნაკრებს თამაში იაპონიის ქალაქ ოკინავაში მოუწევს. ილიას ზუროსის გუნდი 26 აგვისტოს კაბო ვერდეს შეხვდება, 28-ში - სლოვენიას, ხოლო 30-ში - ვენესუელას.
მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და მას სამი ქვეყანა უმასპინძლებს – იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია.
რვა ჯგუფის საუკეთესო პირველ-მეორეადგილოსნები ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობენ. მესამე და მეოთხე ადგილზე გასულები საკლასიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან.