ქართველმა მოჭადრაკემ, ანასტასია კირთაძემ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ანასტასიამ ცხრიდან 7,5 ქულა მოიპოვა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ანასტასია კირთაძე პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც 12-წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.