დღეს, 11 დეკემბერს, სასტუმრო "ბეტსში" გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა "ეთნოსები და რელიგიები საქართველოში". ვიქტორინაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ექვსი სკოლის ექვსი გუნდი თბილისიდან და რეგიონებიდან.
2008 წელს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მოამზადა და გამოსცა წიგნები "რელიგიები საქართველოში~ და "ეთნოსები საქართველოში~. პუბლიკაციებში ასახულია საქართველოში არსებული ყველა ეთნოსისა და რელიგიური გაერთიანების ისტორია, კულტურა და თანამედროვე ყოფა.
ვიქტორინის მიზანია, აღნიშნული წიგნების პოპულარიზაცია, უფროსკლასელთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
ზემოაღნიშნული ღონისძიებით დასრულდება ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის "სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება~ ფინანსური მხარდაჭერით 6 დეკემბრიდან იმართება.