საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა „ბათუმის არენაზე“, ევრო 2024-ის პირველ მატჩში ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა – შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ნორვეგიელებმა ანგარიშ მე-15 წუთზე გახსნეს. საჯარიმოსთან გათამაშებული შეტევის შემდეგ, გოლი ალექსანდრ სორლოტი გაიტანა.
61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას A ჯგუფში სტუმრად თემურ ქეცბაიას კვიპროსთან გამართავს. მატჩი 17 ივნისს ჩატარდება, ხოლო 20 ივნისს ჩვენი გუნდი შოტლანდიას შეხვდება.