თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო.
მანამდე ოქროს მედლების მფლობელები ილია სულამანიძე (100კგ) და ლაშა ბექაური (90კგ) გახდნენ. ლუკა მაისურაძემ (90კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვერცხლის მედალი მოიპოვა 19 წლის გიორგი სარდალაშვილმაც. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.
თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.