თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი გადავიდა. 100კგ წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული ილია სულამანიძე გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში მონღოლეთის წარმომადგენელ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს გრანდ სლემზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
მანამდე პირველი ოქრო ლაშა ბერქაურმა მოიპოვა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა დაძაბულ ბრძოლაში, ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი კარიერაში პირველად მოიგო.
თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ორი მედალი იყო. ტურნირზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.
უმაღლესი სინჯის მედლისთვის გელა ზაალიშვილი თურქ მუნირ ერტუგს დაუპირისპირდება.