თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი გადავიდა.
90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, დაძაბულ ბრძოლაში, ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი კარიერაში პირველად მოიგო.
ეს, საქართველოს ნაკრების წევრებისთვის 2023 წლის თბილისის გრანდ სლემზე პირველი ოქროს მედალია. გასულ დღეებში გიორგი სარდალაშვილმა (60) ვერცხლი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) კი – ბრინჯაო.
დღეს ფინალურ ბლოკში ოქროს მედლებისთვის ილია სულამანიძე (100 კგ) და მძიმეწინოსანი გელა ზაალიშვილიც იჭიდავებენ.