2023 წლის პირველ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბათუმში მონღოლეთს უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა.
მონღოლეთის კარში გოლები დავით ვოლკოვმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, საბა ლობჟანიძემ გიორგი ბერიძემ და ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს.
28 მარტს, 20:00 საათზე ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს გამართავს - ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე ნორვეგიის ნაკრები იქნება.