სახალხო წარმომადგენლოებიტი კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა ამ წუთებში დაიწყო.
შეხვედრაზე იმყოფებიან სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრები ნონა გაფრინდაშვვილი, ნინო ბურჯანაძე და კახა შარტავა, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორუსის წარმომადგენლები.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქვეყანაში შექმნილ იმ რეალოვას, რომელმაც სახალხო კრების მოწვევის აუცილებლობა გამოიწვია. მისი თქმით, კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრები ისაუბრებენ ხელისუფლების მხრიდან კრების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადაეცემათ სახალხო წარმომადგენლობითი კრების მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, ასევე 25 ნოემბერს გამართული სახალხო კრების ამსახველი დოკუმენტური მასალა.
როგორც ნინო ბუარჯანაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება სახალახო კრების მიერ არჩეულ სტრუქტურებს, აღმასრულებელი საბჭოსა და სათათბირო დარბაზის როლს.
"სწორედ ამ სტრუქტურების ეფექტურმა ფუნქციონირებამ უნდა უზრუნველყოს ხალხის მიერ სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე ერთხმად მიღებული ვერდიქტისა და გადაწყვეტილებების აღსრულება" - განაცხადა ბურჯანაძემ.
სახალხო კრების წარმომადგენლები დიპლომატებს ასევე გააცნობენ 8 დეკემბერს გამართული სახალხო წარმომადგენლობითი კრების დარბაზის პირველი შეხვედრის შედეგებს.