საქართველოს მორაგბეთ ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტიტული მე-15 მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ექვსი ლელო დაუდო და დაძაბული შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. ამასთან, ჩვენი ნაკრები ტიტულის მოგების გარდა, მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ ფინალში მოგება „ბორჯღალოსნებისთვის“ ამ ტურნირზე მოგებული მე-100 მატჩი იყო, ქართველმა მორაგბებმა წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია.