აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება იქნება მკაფიო გზავნილი ყველა ქვეყნისთვის, რომელმაც უკვე აღიარა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი და რომელიც ფიქრობს ამ ტერიტორიების აღიარებაზე.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აშშ-ს სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შეტანის შეფასებისას განაცხადა.
"ეს არის რეზლუციის პროექტი, რომლის მიღებასაც აშშ-ს სენატი გეგმავს. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულია ასევე წარმომადგენლობითი პალატისთვის და მიერ რეზოლუციის მიღება ნიშნავს საბოლოდ როგორც პოლიტიკურად ასევე სამარლებრივად აშშ-ს ლექსიკაში ტერმინ ოკუპაციის დამკვიდრებას.
აღნიშნული გადაწყვეიტლების მიღების შემდეგ საბოლოოდ გამოირიცხება სამომავლოდ რაიმე ფორმით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აშშ-ს მხრიდან აღიარება და ამასთან ერთად ეს არის მკაფიო ნაბიჯი მკაფიო გზავნილით. ყველა ჩვენი მეგობარი ასევე იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც უკვე აღიარეს აფხაზეთი და ცხინვალის რეიგონი ან ფიქრობენ მათ აღიარებას" - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან პარლამენტის თავმჯდომარემ პარალელი გაავლო პარტიის ქვეყნებთან და აღნიშნა, რომ აშშ-ს სენატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება დაახლოებით ნიშნავს იგივეს რაც ამერიკამ თავის დროზე ბალტიის სახელმწიფოებთან მიმართებაში გააკეთა, როდესაც სენატის და მთლიანად კოგრესის დოკუმენტების შედეგად ამერიკის შერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება არ ეღიარებინა ბალტიის ქვყენების ოკუპაცია და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლა.
"რეზოლუციის მიღება იქნება პოლიტიკური და სამართლებრივი ძალის მქონე გარანტია, რომ აშშ-ს პოლიტიკა და პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში იქნება მკაფიოდ განაზღვრული და მიმართული იქნება დეოკუპაციის და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისკენ და მისი პოლიტიკა სამომავლოდ რაიმე ფორმით ტრანსფორმაციას არ განიცდის" - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივეე თქმით, აშშ-ს მიერ აღნიშნული ნაბიჯი იქნება ქართული მხარისთვის დიდი დახმარების გაწევა, რადგან ეს ხელს შეუწყობს საქართველოს დაარწმუნოს სხვა ქვეყნების პარლამენტები პირველ რიგში კი ევროპის სახელმწიფოები, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში ანალოგიური რეზოლუცია მიიღონ.